04 მაისი 2024,   08:52
ვრცლად
პარლამენტმა შესაძლოა, იუსტიციის საბჭოში დანიშნული 5 წევრი გამოიწვიოს - ჩუგოშვილი

პარლამენტმა შესაძლოა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული 5 წევრი გამოიწვიოს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ჩუგოშვილის თქმით, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, თავად იუსტიციის საბჭომ უნდა გააუქმოს უვადოდ დანიშვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი 5 წევრს გამოიწვევს.

„მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი გზა - თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადოდ დანიშვნების შეჩერების თაობაზე, მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოიწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლეები ჩვენ მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ ვერანაირ გადაწვეტილებას. ეს არის გამორიცხული. ისინი ყველას ნიშნავენ სწორედ ჩვენ მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერით და ხმებით და ეს არის ფაქტი,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

თამარ ჩუგოშვილმა ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მაღალი კვორუმით უნდა დანიშნონ წევრები.

დღის ამბები