04 მაისი 2024,   22:23
ვრცლად
აქცია ისანში - მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

თბილისში, ისანის რაიონის მოსახლეობა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. აწყურის 20 ნომრის მიმდებარედ მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, გარდა ამისა ის მიმდებარე სახლებს საფრთხეს უქმნის. ერთ-ერთი მოსახლე მშენებლობის გამო იძულებული გახდა საკუთარი ჭიშკარი გაეუქმებინა და ფანჯარა შესასვლელად გადაეკეთებინა, მეორე ადგილობრივ მცხოვრებელს კი ფანჯარა პრაქტიკულად ამოუქოლეს.

მოსახლეობის პრეტენზიებს იზიარებენ და მათ მხარდაჭერას უცხადებენ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

დღის ამბები