03 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
საბჭოთა ოკუპაციის დღე - ქართველი იუნკერების ხსოვნას სტუდენტებმა პატივი მიაგეს 

საბჭოთა ოკუპაციის დღე - დაღუპული ქართველი იუნკერები გაიხსენეს სტუდენტებმა. მათი ხსოვნის პატივსაცემად ახალგაზრდები ტაბახმელა-კოჯორში გვიან ღამით ავიდნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სტუდენტების თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. მათ ქართველი იუნკერები, 25 თებერვალს ტაბახმელა-კოჯორში დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

„დღევანდელი დღე ძალზედ მძიმე და ტრაგიკულია ახალგაზრდებისთვის. საბჭოთა ოკუპაციიდან თითქმის ერთი საუკუნე გავიდა და ჩვენ სტუდენტებს გვახსოვს გმირები. იუნკერებმა თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობ მათი მაგალითი მნიშვნელოვანია,“-განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა რატი გურგენიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები