22 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის "ბრექსიტზე" მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდა

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის "ბრექსიტზე" მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდა. ტერეზა მეი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს ესაუბრა და დიალოგი მხარეებს შორის დღესაც გაგრძელდება.

ბრიტანეთის პრემიერი შეეცდება ბრიუსელი "ბრექსიტის" გარიგებაში შესატან ცვლილებებზე დაითანხმოს.

დოკუმენტს თემთა პალატა ხვალ უყრის კენჭს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერს, მეორე დღეს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გარიგების გარეშე გასვლის საკითხი გავა კენჭისყრაზე. იმ შემთხვევაში კი თუ ამასაც ვერ მიიღებენ, ბრიტანეთი "ბრექსიტის" პროცესის გადადებას მოითხოვს.

დღის ამბები