05 მაისი 2024,   07:26
ვრცლად
დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენა-შენახვა მოხმარება - ახმეტის მკვიდრ მიხეილ ცინკვერაშვილს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" ახმეტაში მცხოვრები მიხეილ ცინკვერაშვილის პატიმრობას აპროტესტებს. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ცინკვერაშვილი სამართალდამცველებმა მარიხუანის შეძენა-შენახვის და მცენარე კანაფის მოხმარების ბრალდებით დააკავეს. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულისთვის საპატიმრო სასჯელი უსამართლოა. 

ჯაფარიძეს არგუმენტად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება მოჰყავს. 

„ახმეტის მაცხოვრებელი მიხეილ ცინკვერაშვილი, რომელსაც პოლიცია შეუვარდა ეზოში, აღმოუჩინეს რამდენიმე ძირი კანაფი და პროკურატურა ემუქრება ორ წლიანი საპატიმრო სასჯელით, რაც ჩემი აზრით არის სრულიად წარმოუდგენელი იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც ამ მცენარის მოხმარება ლეგალურია დიდი ხანია და ამას მოიხმარს ბევრი ადამიანი, ადამიანი ციხეში ჩასვა მისი მოხმარებისთვის წარმოუდგენელი ამბავია,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცინკვერაშვილის სასამართლო პროცესი დღეს თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ცინკვერაშვილმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება შეინახა და მოიხმარა, რის გამოც მას 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„შემოვიდნენ საპატრულო მომსახურეები, თვითონ ეს პოლიციის თანამშრომლები, ნახეს ძირები, ამოთხარეს, გამოიტანეს, წაიღეს. ახლა გინდა თუ არა 2 წელი უნდა წახვიდეო," - აცხადებს მიხეილ ცინკვერაშვილი.

მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, მომდევნო სასამართლო პროცესი 27 მარტს გაიმართება. 

დღის ამბები