22 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
ბრიუსელთან დაპირისპირების ფონზე უნგრეთის პრემიერი მხარდამჭერებს შეხვდა

ბრიუსელთან დაპირისპირების ფონზე უნგრეთის პრემიერი იმედს არ კარგავს, რომ მისი პარტია ევროპარლამენტში დარჩება.

ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ევროპის სახალხო პარტიასთან  დაპირისპირებაზე ილაპარაკა, რომელიც ორბანის ანტიმიგრაციული შეხედულებების გამო წარმოიქმნა.

ევროპელმა ლიდერებმა უნგრეთის პრემიერი ევროკავშირის დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაში დაადანაშაულეს და ევროპის სახალხო პარტიიდან გარიცხვით დაემუქრნენ.

უნგრეთის პრემიერმა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქრისტიანული კულტურის გარეშე ევროპა ევროპელების ვერ იქნება.

მისი თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ევროპამ ძლიერი ლიდერები უნდა შეიძინოს, რომლებიც "ევროპის შეერთებული შტატების კოშმარს” დაასრულებენ და ევროპას ევროპელებს დაუბრუნებენ.

ვიქტორ ორბანის გამოსვლა ოპოზიციის მიტინგის ფონზე მიმდინარეობდა.

დღის ამბები