22 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
ვანდალური აქტი ქვეყნის წინააღმდეგ - მაკრონი ყვითელჟილეტიანების მიერ მაღაზიების და კაფეების დარბევას ეხმაურება 

ემანუელ მაკრონი გუშინდელი არეულობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების ამოქმედებას აპირებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიზისული საბჭოს სხდომა მოიწვია და ძალოვან უწყებებს უმოკლეს ვადებში არეულობისა და დარბევების აღსაკვეთად ხისტი ზომების შემუშავება დაავალა. ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის რაც გუშინ ყვითელი ჟილეტების აქციის დროს ელისეს მინდვრებზე მოხდა, აღარ არის მანიფესტაცია. პრეზიდენტის თქმით ეს ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ვანდალური აქტია. ყვითელი ჟილეტების მოძრაობის წევრებმა პარიზის ცენტრში დაარბიეს მაღაზიები კაფე ბარები რესტორნები და ბანკები. შენობების ნაწილს კი ცეცხლი წაუკიდეს. არეულობის შედეგად სამართალდამცველებმა 240-მდე ადამიანი დააკავეს. 

დღის ამბები