26 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
ოკუპანტების მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ახალგაზრდა მამაკაცი რუსმა სამხედროებმა ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

გივი ბერუაშვილი რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიცთან დააკავეს. ფაქტს თავად დაკავებულის ოჯახის წევრებიც შეესწრნენ. ისინი საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 500-ს მეტრში ცხოვრობენ. ის ცხინვალის დაკავების  იზოლატორში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 

თავად გივი ბერუაშვილმა, გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.


ამავე თემაზე
დღის ამბები