02 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
მეტეხის გვირაბი ნაწილობრივ ჩაიკეტება - ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ქალაქში გადაადგილება დღეიდან კიდევ უფრო გაჭირდება - ვახუშტისა და მშრალი ხიდის დახურვის შემდეგ - ახლა უკვე მეტეხის გვირაბი ნაწილობრივაა ჩაკეტილი. გვირაბში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა გვიან ღამით თბილისის მერმა. კახი კალაძის განცხადებით, მეტეხის გვირაბში გაუსაძლისი მდგომარეობაა, რის გამოც მისი სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რეაბილიტაციის ფარგლებში მეტეხის გვირაბში, მთლიანად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, შეიცვლება დაზიანებული განათებები.

დღის ამბები