22 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა "ბრექსიტის" არცერთი ალტერნატიული ვარიანტი არ დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა "ბრექსიტის" არცერთი ალტერნატიული ვარიანტი არ დაამტკიცა. ტერეზა მეის შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს ახალი წინადადებებით სხვადასხვა პარტიამ და პოლიტიკურმა ჯგუფმა მიმართა.

პარლამენტმა ერთიანობაში "ბრექსიტის" რვა ახალი ვარიანტი განიხილა, მათ შორის იყო წინადადებები ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის, ქვეყნის ევროპის ეკონომიკურ ზონაში დარჩენის და ახალი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

უცნობია, გაიტანს თუ არა მესამედ ტერეზა მეი ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებას მორიგ კენჭისყრაზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვოს, თუ პარლამენტი "ბრექსიტის" შესახებ მის მიერ მიღწეულ შეთანხმებას მხარს დაუჭერს.

დღის ამბები