04 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის 1 პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის დაკავებულია 1968 წელს დაბადებული რ.გ. 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული, "მეტადონის" შემცველი 40 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს," - ნათქვამია ინფორმაციაში.  

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები