05 მაისი 2024,   03:12
ვრცლად
ბაკურიანში სასტუმრო "რეზიდენსში" ხანძარია

ბაკურიანში სასტუმრო "რეზიდენსში" ხანძარი გაჩნდა. ამ წუთებში შენობის სასხვენო გადახურვა იწვის. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 100 კვ.მ. ფართობი.

ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები სასტუმროში დაგვიანებით მივიდნენ. მათი თქმით, მოსახლეობა და ადგილზე მყოფი პირები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას.

„გვიან მოხდა სახანძროს მობილიზება. 25 წუთი, ხანძარი ასე იყო და ადგილობრივები მუშები და მოსახლეობა ცდილობდა, რომ თავიანთი ძალებით ჩაექროთ. სახანძრო საკმაოდ გვიან მოვიდა,“ - განაცხადა თათული ღონღაძემ.

დღის ამბები