02 მაისი 2024,   18:19
ვრცლად
"ვატარებთ ხმების პარალელურ დათვლას" - იულია ტიმოშენკო არჩევნების წინასწარ შედეგებს არ ენდობა

მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერია. თითქმის 13 პროცენტიანი უპირატესობით, მეორე ტურში ის პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდება. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 40 პროცენტი უკვე დაითვალა.

მესამე ადგილზე გასული საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნების წინასწარ შედეგებს არ ენდობა. იულია ტიმოშენკო ამბობს, ისინი ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებენ და შედეგებს მოგვიანებით გამოაცხადებენ.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია და ნამდვილი სოციოლოგია. ამომრჩევლის მოსყიდვაზე მილიარდები იხარჯება. ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ მხოლოდ ტერიტორიული და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმოწერილი ოქმების მონაცემებს.

"ჩვენი გუნდი ატარებს ხმების პარალელურ დათვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო უბნიდან ოქმების ელექტრონულ ასლებს მივიღებთ, შედეგების გამოცხადებას მოგვიანებით დავიწყებთ,“ - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ტურში მისი კანდიდატურის გასვლამ რუსეთის გეგმები ჩაშალა, მთავარი კონკურენტი, ვლადიმერ ზელენსკი კი უკრაინელ მილიარდერთან, იგორ კოლომოისკისთან კავშირში დაადანაშაულა, რასაც ზელენსკის მხრიდან საპასუხო ბრალდებები მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები