22 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
„სამინისტრომ კარგად უნდა გაიაზროს სოციალური მუშაკების როლი და ადგილი“- არასამთავროები სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებენ

სოციალური მუშაკების გაფიცვა ერთი კვირაა გრძელდება. მათი მოთხოვნები უცვლელია, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ეფექტიანი სერვისების მიწოდება ბენეფიციარებისთვის. სოციალური მუშაკების გაფიცვას მხარდაჭრას უცხადებენ არასამთავრობოები, რომლებიც შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლბას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებენ.

სამოქალაქო სექტორის აზრით, პრობლემიდან გამოსავალი ამ უწყებასთან ერთად მთლიანად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა ეძებოს. არასამთავრობოები პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობას სარეზერვო ფონდის გამოყენებას ურჩევენ.

„სამინისტრომ კარგად უნდა გაიაზროს სოციალური მუშაკების როლი და ადგილი ზოგადად, მთელ ამ სისტემაში, სადაც ჩვენ გვიწევს საქმიანობა. ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს პარლამენტთან  და ერთად უნდა დაისახონ ის რეალური გამოსავალი, რაც ამ სიტუაციას მოაგვარებს და ჩვენ არ ვიქნებით ჩიხში.

"გარდა ამისა, პრინციპული მნიშვნელობის საკითხია კიდევ ორი თემა. ერთი, ეს ეხება შრომის პირობების გაუმჯობესებას და მეორე ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რესურსების თვალსაზრისთაც მათ შორის, სოციალურ მუშაკებს მისცემს შესაძლებლობას, რომ ბენეფიციარებს ეფექტური სერვისი შესთავაზოს,“- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, პრობლემა არის არა ფინანსების ნაკლებობაში, არამედ, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან პოლიტიკური ნების არ ქონაში.

„ჩვენ პარასკევს პარლამენტში მოვისმინეთ, რომ რეალურად, პრობლემა არის არა ფინანსების ნაკლებობაში, არამედ სამინისტროს მხრიდან ხედვის არ ქონაში. როგორც მათ განაცხადეს, მაგალითად, ხელფასების მომატებას ისინი არ უარყოფენ იმიტომ, რომ თანხა არ არის, არამედ რაღაც სხვა მიზეზების გამო, რაც გვაფიქრებინებს მათ პოლიტიკური ნების არ ქონაზე,“ - განაცხადა ანა არგანაშვილმა.

 

დღის ამბები