06 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
"მათრიეს მიწაზე" - ოზურგეთში ადგილობრივს პოლიციასთან ჩხუბის დროს გულის შეტევა მოუვიდა

ჩხუბი პოლიციასთან გურიაში ერთი მოქალაქის ჰოსპიტალიზაციით დასრულდა. დაპირისპირების მიზეზი ოზურგეთში საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა გახდა. მოქალაქე ამტკიცებს, რომ სამართალდამცველთან უსამართლოდ გამოწერილ ჯარიმას აპროტესტებდა რა დროსაც მასზე იძალადეს.

ნუგზარ შურუპოვი ამ დროისთვის "მედ ალფას" სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, მას სამართალდამცველებთან შელაპარაკების დროს გულის შეტევა მოუვიდა. დაზარალებული ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, რა დროსაც მან დაზიანებები მიიღო

"მოვიდნენ და ჯარიმას მიწერდნენ, 60 ლარი პენსიას მიწერდნენ და კიდევ ჯარიმის გადახდა? ამის გამო საბუთები რომ არ მივეცი მათრიეს მიწაზე, დაგაკავოთ უნდაო. მე ვუთხარი ვალიდოლი მაქვს, გულზე სტენდი მაქვს ჩასმული, რას აკეთებთთქო. სანამ სასწრაფო არ მოვიდა, არ გავიდა არაფერი,"-აცხადებს ნუგზარ შურუპოვი.

დღის ამბები