03 მაისი 2024,   14:58
ვრცლად
ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტომობილის მართვა 1 წლიანი პატიმრობით დაისჯება - კანონი ძალაში დღეიდან შევიდა

ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს, ძალაში დღეიდან შევიდა. 

შს სამინისტროში დღეს კანონთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა. როგორც შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ამბობს, სისხლის სამართლის პასუხისგება დაეკისრება ყველა პირს, მათ შორის მეტადონის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებსაც. ბექა დოჭვირი ურჩევს მეტადონის პროგრამაში ჩართულ პირებს არ მართონ ავტომობილები. 

სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით, პატიმრობით, ერთი წლის ვადით დაისჯება.

„საკანონმდებლო რეგულაციით, დასჯადი არის მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს სატრანსპორტო საშუალების მართვა და არა ზოგადად როდესაც მოხმარებული აქვს .შესაბამისად თუ ეს იქნება მეტადონის პროგრამით, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც ზემოქმედების ქვეშ მართვასა სატრანსპორტო საშუალებას, ამ შემთხვევაში ავტომობილს მას პასუხისმგებლობა დაეკისრება,ა ნუ მეტადონის პროგრამაში მონაწილეობა მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. თუ ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას, მეტადონის პროგრამაში და იგი იმყოფება ზემოქმედების ქვეშ ეს ნიშნავს,რომ მან სატრანსპორტო საშუალება არ უნდა მართოს,“- ამბობს შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი უფროსი ბექა დოჭვირი.

ამავე თემაზე
დღის ამბები