02 მაისი 2024,   08:54
ვრცლად
"არ შევრცხვეთ და თავი არ მოვიჭრათ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დროს" - ადა მარშანია ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობაზე

ქართული ოცნებიდან დემარშით წასულ დეპუტატებს - ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს, შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის დატოვება მოუწიოთ.

ამ საკითხზე მსჯელობას დღეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ირაკლი კობახიძე პარლამენტს პირადი შურისძიებისთვის იყენებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დემარშით წასული დეპუტატები ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობაში უნდა დარჩნენ.

პარლამენტის ფრაქცია პატრიოტთა ალიანსი თავმჯდომარის მოადგილე, ადა მარშანია, მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ შემადგენლობა არ შეცვალონ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან უხერხულობა თავიდან აიცილონ.  

„ერთმნიშვნელოვნად არ გამოვა არანაირად, ეს ჩვენი შიდა ეროვნული პოლიტიკური ვითარების შეცვლა ჩვენ ავსახოთ ასე ულამაზოდ საერთაშორისო დელეგაციაში. არ შევრცხვეთ და თავი არ მოვიჭრათ ახლა უკვე იქ, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დროს. დავუტოვოთ ძველ შემადგენლობას ის შემადგენლობა, როგორიც იყო, უფლებამოსილია ის იანვრამდე და მერე იანვრიდან ვიმსჯელოთ ახალ წევრებზე დელეგაციის,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

შესაძლოა, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობა დემარშით წასული დეპუტატებს დაატოვებინონ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დელეგაციაში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყვნენ წარმოდგენილი და რადგან მათ ოცნება დატოვეს, მმართველ პარტიას სურს, რომ დელეგაციის წევრთა შორის მათი გუნდის წევრები იყვნენ.

დემარშით წასული დეპუტატების ჩანაცვლებას კი მმართველი გუნდი სოფო კილაძით და არჩილ თალაკვაძით გეგმავს.

დღის ამბები