02 მაისი 2024,   13:46
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილმა ჭიათურაში მერის შუალედურ არჩევნებში მხარი დავით ჭუმბურიძეს დაუჭირა

ჭიათურაში მერის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მომავლის ჭიათურის  წარმომადგენელი, დავით ჭუმბურიძე, მიიღებს. მას ოპოზიცური პარტიების ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

ოპოზიციურმა პარტიებმა ჭიათურელებს კანდიდატად ჭუმბურიძე დღეს ოფიციალურად წარუდგინეს.

„ჭიათურის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე ჭიათურაში არსებული გაუსაძლისი მდგომაროებიდან გამომდინარე, რომელიც უკვე ნებისმიერ სფეროს ეხება. აღარ დარჩა არცერთი კონკრეტული სფერო, რომელიც ქალაქ ჭიათურაში განვითარებული იქნება,“ - განაცხადა ჭუმბურიძემ.

კანდიდატს მხარდაჭერა ევროპულმა საქართველომ, თავისუფალმა დემოკრატებმა და შენების მოძრაობამ გამოუცხადა.

დღის ამბები