02 მაისი 2024,   08:44
ვრცლად
"თავს მოვაძრობდი ყველას, რომ გამეგო, ჩაწერა" - მიხეილ სააკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე

„არასოდეს ჩემს დროს არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა კვირის აქცენტებთან საუბრისას გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის მსგავს მეთოდები მიუღებელია.

მიხეილ სააკაშვილის ოპონენტების ბრალდებებსაც ეხმაურება, რომლებიც აცხადებენ, რომ სწორედ ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა მსგავსი შინაარსის კადრების გადაღება. სააკაშვილის თქმით მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.  

„შეიძლება, ვიღაც იღებდა. მე რა ვიცი, მაგის გაკონტროლება შეუძლებელია. არავის დონეზე  მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ კონტროლდება. თუ ვიღაცა რაღაცას ჩათლახობს, ეს არსად არ კონტროლდება და ეს ხდება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ერთი მაგალითი გაიხსენა, როდესაც პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი შესთავაზეს. სააკაშვილის განცხადებით, იყო ფაქტი, როდესაც ქართველმა ძალოვანმა გაიცნო გრუს მოქმედ ოფიცერი ქალი, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი და თან გადაიღო. მიხეილ სააკაშვილის თქმით მას შესთავაზეს, რომ ამ ქალისთვის ინფორმატორად  მუშაობა კადრების შანტაჟით ეიძულებინათ. თუმცა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან უარი თქვა ამგვარი მეთოდების გამოყენებაზე. კითხვაზე, რომ სცოდნოდა მას რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები, გადაუღეს, რას იზამდა, ის პასუხობს: „თავს მოვაძრობდი ყველას ვინც ჩაწერა".

"ჩვენი პრინციპია, რომ ეს არ კეთდება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის მართვის სტილია ის, რომ ის ჭორაობს სხვის პირად ცხოვრებაზე. 

დღის ამბები