02 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
"ივანიშვილმა მაშინ გარეკა, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს შუშის გუმბათი დავადგით" - მიხეილ სააკაშვილი

"ფიროსმანის ნახატი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში იყო, ახლა საცავშია ისევ," - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტების საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც მას მუზეუმიდან ტილოს წაღებაში ადანაშაულებდნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მან ნახატი სასახლეში გამოფინა მაშინ, როდესაც ის სარდაფში იყო მიტოვებული.

„ფიროსმანის ტილო, რომელიც დავკიდეთ პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ყოველდღიურად ტელევიზიებში ჩანდა, მუზეუმის სარდაფში იყო. რომ აყიყინდნენ, დავაბრუნეთ. ახლა ხელოვნების მუზეუმს ივანიშვილის ასახლებს იმიტომ, რომ იქ შედის თავის საკუთრებაში და ასახლებს პრეზიდენტის სასახლეში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ყველაზე მეტად მაშინ გაღიზიანდა, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს შუშის გუმბათი დაადგეს.

„ყველაზე მეტად როდის გადაგვეკიდა, იცით? შუშის გუმბათი დაიდგა პრეზიდენტის სასახლეზე. შუშის გუმბათზე გარეკა საერთოდ. შეჯიბრი გაუჩნდა ამ შუშის გუმბათის მიმართ. ბევრჯერ მითხრა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები