02 მაისი 2024,   17:13
ვრცლად
"უნდა გავარღვიოთ ეს დახურული წრე" - მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენ ახლა ვართ დახურულ წრეში - გაღატაკებს, გაჩმორებს, ქვეყნიდან გაგდებს, ყოველ შემდეგ არჩევნებზე არის უფრო ნაკლები ამომრჩეველი და უფრო ღარიბი,“ - ეს განცახდება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის ინტერესია, რომ საზოგადოება გაღარიბდეს და მმართველობის პერიოდი გაიხანგრძლივოს.

„ივანიშვილის ტექნოლოგია არის კლასიკური შუასაუკუნეების, რომ შენ ხარ მონა. იმიტომ, რომ გიჟი არ არის, იმიტომ, რომ ხეებს როცა თხრის და როცა ამას დემონსტრაციულად აკეთებს, გეუბნება, ნაგვები ხართ, ფეხებზე მკიდიხართ ბოლომდე. თბილისის ცენტრსაც წავიღებ, ბოლომდე დაგჩაგრავთ, დაგაჩმორებთ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მისი მმართველობის სტილი ივანიშვილისას შეადარა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ცდილობდა, რომ საზოგადოება გაეერთიანებინა.

„მე მინდოდა და მინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონოდა თავისი თავის ღირსების და მართვის განცდა. რატომ გადავიტანეთ პარლამენტი ქუთაისში? გარდა იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში არ შეიძლებამ ცენტრი არ გვქონდეს, თუ გინდა აფხაზეთის დაბრუნება, თუკი გვინდა, რომ არ დავკარგოთ აჭარა, სამეგრელო, დამატებით იმისა, რაც დავკარგეთ, მნიშვნელოვანია, რომ იყოს შემკვრელი ცენტრი და ეს შემკვრელი ცენტრი, რომელიც იზიდავს სოხუმს, ბათუმს, მთელ სამეგრელოს დაამაგრებს იქით მხარეს, ეს არის ქუთაისი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ საზოგადოებამ ყოველდღე იბრძოლოს და არჩევნებს არ დაელოდოს.

„უნდა გავარღვიოთ ეს დახურული წრე, ყოველ დღე უნდა ვცადოთ. ჩვენ თუ უბრალოდ ვთქვით, რომ 2020 წლის ოქტომბერს ველოდებით, ჰაერში აგვაგდებს და მოგვიგვარებს იმიტომ, რომ 2020-ში მოემზადება მთელი არტილერიით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები