03 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
"დაიჭირეს, შეათრიეს შიგნით, გახეთქეს ცემაში, დააბეს ფულს თხოვდნენ,"- გლდანში მომხდარი ძარცვის დეტალებს ადგილობრივები ყვებიან

მორიგი ძარცვა თბილისში. სამი ახალგაზრდა, ნიღბიანი პირი გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში შეიჭრა. შეჭრიდან, რამდენიმე წუთში სახლში ქალბატონი მივიდა, რომელიც დაკეტილ ბინას მეთვალყურეობდა. ნიღბიანები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეკრეს, სახლიდან სხვადასხვა ნივთები წაიღეს და მიიმალნენ. გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს. უკვე გამოიკითხნენ მეზობლები და დაზარალებული, რომლის დროებით საავადმყოფოში გადაყვანაც გახდა საჭირო.

"დაიჭირეს, შეათრიეს შიგნით, გახეთქეს ცემაში, დააბეს ფულს თხოვდნენ... სამნი იყვნენ, ნაცემი იყო ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, ტანზეც სილურჯეები. ამბობს რომ შინაურები არიან ალბათო, მაგრამ თავზე "მასკები" ჰქონდათ, ვერაფერი ვერ დაინახა,"-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, მურმან ფერაძე.

დღის ამბები