03 მაისი 2024,   14:06
ვრცლად
კორუფცია ხელვაჩაურში - სამართალდამცველებმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი და ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი და დააკავეს

კორუფცია ხელვაჩაურში - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში, სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით  განახორციელა ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 37 787 ლარს.

უწყების ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე კი, სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

დღის ამბები