04 მაისი 2024,   23:50
ვრცლად
ბოკერია იზორიას: გთხოვთ, შეაფასოთ პრეზიდენტის განცხადება, როდესაც მან ნატო-ს წვრთნები საქართველოში შეაფასა საფრთხედ

პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც ნატო-ს წვრთნები საქართველოსთვის საფრთხედ შეაფასა, პარლამენტში განხილვის საგანი გახდა. "ევროპული საქართველოს" წევრმა საკანონმდებლო ორგანოში მისულ თავდაცვის მინისტრს სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასება სთხოვა. გიგა ბოკერია დაინტერესდა რჩება თუ არა ლევან იზორია იმ პოზიციაზე, რომ ნატო-ს წვრთნები საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენაა. დეპუტატმა მინისტრს სთხოვა პრეზიდენტის განცხადებაზე საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსიროს.

„გთხოვთ, შეაფასოთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, როდესაც მან ნატო-ს წვრთნები საქართველოში შეაფასა საფრთხედ და არაფრის მომტანად. თუ გნებავთ ციტატას გადმოგცემთ. და თქვენი აზრი თუ არ შეცვლილა და მე იმედი მაქვს რომ არ შეცვლილა, ემთხვევა ჩვენსას, რომ ეს არის კარგი საქართველოსთვის. ხომ? და გთხოვთ, ამაზე მკაფიო პასუხი დააფიქსიროთ. როგორ აფასებთ ყველა იმ პოლიტიკურ ფიგურას ვინც თავს ესხმის ნატოს წვრთნებს საქართველოში,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები