30 აპრილი 2024,   21:52
ვრცლად
ძალადობა დედოფალზე - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი პოლიციის სამმართველოში მესამედ გამოკითხეს

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი პოლიციის სამმართველოში მესამედ გამოკითხეს. დედოფალი სამართალდამცველების შეკითხვებს ამჯერადაც გვიან ღამემდე პასუხობდა. მან სამმართველოს შენობა კვლავ უკომენტაროდ დატოვა.

შსს-ს გამოძიება ძალადობის მუხლით აქვს დაწყებული, რადგან დედოფალი მეფეს თანაცხოვრების პერიოდში მასზე განხორციელებულ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ ფონზე კი დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მეფემ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც ჩემი მოსაზრებით შეიცავს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ძალადობის და დანაშაულის გამოძიების საქმე და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ კანონი ყველას წინაშე არის თანასწორი,“-აცხადებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ელისო რუხაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები