30 აპრილი 2024,   22:51
ვრცლად
გამათრახება ელოდება - სტრასბურგის სასამართლო ბულგარეთს მოუწოდებს საქართველოს მოქალაქის ირანში ექსტრადირება არ მოახდინოს

სტრასბურგის სასამართლო ბულგარეთის ხელისუფლებას მოუწოდებს საქართველოს მოქალაქის ირანში ექსტრადირება არ მოახდინოს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 1951 წელს დაბადებულ გ.ს.-ს, რომელსაც ირანში ქურდობაში ადანაშაულებენ, ექსტრადიციის შემთხვევაში მკაცრი სასჯელი ემუქრება. სასჯელი კი მის 74 ჯერ გამათრახებას ითვალისწინებს.

ამჟამად საქართველოს მოქალაქე გ.ს სოფიის ერთ-ერთ საპატიმროში იმყოფება და ექსტრადირების შესახებ ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. ის სოფიის აეროპორტში 2016 წელს დააკავეს. რადგან ირანს წითელი ცირკულარით ჰქონდა მასზე ძებნა გამოცხადებული. სტრასბურგის სასამართლო მის სარჩელს ორი წელი იხილავდა.

დღის ამბები