30 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
ყოფილი სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის მინისტრს ხვდება

ყოფილი სამხედრო მფრინავი თავდაცვის მინისტრს ხვდება. ეკატერინე ქვლივიძე, რომელიც თავდაცვის სამნისტროს ხელმძღვანელობას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, ლევან იზორიასთან შეხვედრაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ის გუშინ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მინისტრის გამოსვლას ვერ დაესწრო და სასესიო დარბაზში ვერ მოხვდა.

ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის მინისტრს, თითქმის, საათ-ნახევარია, ორ ადვოკატთან ერთად ხვდება. ყოფილი სამხედრო მფრინავი წინასწარი შეფასებებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ დაელოდება, თუ რა პოზიციას გააჟღერებს იზორია.  

"მისი მხრიდან იყო შემოთავაზება. მე მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, იმ პერიოდშიც, როდესაც სამსახურიდან იძულებული ვიყავი, რომ წამოვსულიყავი, ვცდილობდი მასთან შეხვედრას, მაგრამ უგულებელყოფილი იყო. გუშინ თავად გამოიჩინა ინიციატივა, ეს მისი მხრიდან ძალიან დასაფასებელი. შევხვდები, გავისაუბრებთ. იმედი მაქვს, რომ მექნება საშუალება, ყველა არსებული პრობლემა განვიხილოთ. შემდგომ უკვე სიტუაციას შევხედავთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ - განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ. 

ადვოკატი განმარტავს, რომ აბსურდულია ის ბრალდებები, რასაც ყოფილ სამხედრო მფრინავს თავდაცვის სამინისტრო უყენებს. იურისტის, დიმიტრი ნოზაძის განმარტებით, საფუძველს მოკლებულია ის სარჩელი, რომელიც იზორიას უწყებამ საქალაქო სასამართლოში წარადგინა.

თავდაცვის სამინისტრო ქვლივიძეს კონტრაქტის პირობების დარღვევას ედავება და ითხოვს, რომ ყოფილი სამხედრო მფრინავი 28 ათასი ლარით დაჯარიმდეს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები