30 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
სოფელ ქედქედის მოსახლოებამ ბათუმის ცენტრალურ პარკში ჰესების მშენებლოს წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

მაჭახლის ხეობის სოფელ ქედქედის  მაცხოვრებლები კვლავ ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. დღეს მათ ბათუმის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლეს, სადაც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე 5 ათასზე მეტი ხელმოწერა  შეგროვდა, რომელსაც მიმართვასთან ერთად  პრემიერ-მინისტრს გაუგზავნიან.

აქციის მონაწილეები მამუკა ბახტაძეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ყველა მემორანდუმის გაუქმებას სთხოვენ.

დღევანდელი საპროტესტო აქცია ბათუმის ცენტრალურ პარკში კულტურული სანახაობების ფონზე მიმდინარეობდა. ფოლკლორულმა ანსამბლმა წარმოადგინა რამდენიმე ნომერი, გამოიფინა ხეობის ამსახველი ფოტოები, აქციაზე მისულ მოქალაქეებს კი, ადგილობრივი კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდნენ.

დღის ამბები