05 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
ბანკი „რესპუბლიკის“ შესყიდვის შეფერხება და ხაზარაზე-ივანიშვილის შეხვედრა - კობა გვენეტაძე ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება

ბანკი „რესპუბლიკის“ შესყიდვის შეფერხება  და ხაზარაზე-ივანიშვილის შეხვედრა - „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეხმაურება.

კობა გვენეტაძემ პარლამენტში დეპუტატ სერგო რატიანის კითხვას უპასუხა, რომელმაც მოსთხოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ SOCIETE GENERALE-თან გარიგების შეფერხებაზე ესაუბრა.

საქმე ეხება მამუკა ხაზარაძის მიერ ერთი თვის წინ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან აღნიშნა, რომ SOCIETE GENERALE-თან გარიგება ბოლომდე იყო მიყვანილი, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ის გააჩერა. ხოლო საქმე მას შემდეგ დაიძრა, რაც მამუკა ხაზარაძე ივანიშვილს შუშის სასახლეში შეხვდა.

დაკავშირებული სურათი„კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ რესპუბლიკა ბანკის შესყიდვის დროს, როდესაც SOCIETE GENERALE-თან მიდიოდა მოლაპარაკება და დაიდო ხელშეკრულება, მას შემდეგ რაც ჩამოვიდა თბილისში, გარიგება შეფერხდა და ამ გარიგებას შეექმნა სერიოზული პრობლემები და საქმე დაიძრა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ამაზე უფრო მძიმე გზავნილი წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანას ჰქონდეს ანუ თქვენ საერთოდ, ეროვნული ბანკი, თქვენი ფიგურა არის ნოლის ტოლი დამართავს არაფორმალური ლიდერი, რუსი ოლიგარქი საბანკო სექტორს. მითხარით, რაც იცით ამის შესახებ, რატომ იყო შეფერხებული ეს გარიგება,“ - მიმართა რატიანმა კობა გვენეტაძეს.

სერგო რატიანის კითხვის პასუხად კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესმენებს შეხვედრის და მოლაპარაკების უფლება აქვთ და მათ ვერ გააკონტროლებს.

კობა გვენეტაძე-ის სურათის შედეგი„ბიზნესმენები ხვდებიან ერთმანეთს, ისინი განიხილავენ საკითხებს, ეს ჩემი რეგულირების ან კონტროლის ქვეშ ვერ იქნება ვერცერთ შემთხვევაში. ასე, რომ მათთვის დამიტოვებია ეს თავისუფლება, რომ განიხილონ სხვადასხვა საკითხები. ამავე დროს, რამდენად მოეწონება ეს საერთაშორისო ინვესტორებს, როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი ქართული საფინანსო სექტორის მიმართ საკმაოდ დიდია, როგორც ჩანს ამას გავლენა არ აქვს იმ ჭრილში, რაც თქვენ ახსენეთ,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით უკვე წარდგა. ახლა ის დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 

დღის ამბები