05 მაისი 2024,   02:07
ვრცლად
ზღვის უბანში, მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, გამაგრებითი სამუშაოები იწყება

ზღვის უბანში, მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, გამაგრებითი სამუშაოები იწყება. თემქაზე რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებლები უკვე წლებია, იმის შიშით ცხოვრობენ, რომ კორპუსი ჩამოინგრევა.

90-იან წლებში რამდენიმე კორპუსი მცოცავ მიწაზე აშენდა და იქ ცხოვრება საშიშია. დღეს დედაქალაქის მერიამ ამ ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო და მოსახლეობას პრობლემის სრულად მოგვარებას შეპირდა.

Image may contain: sky, mountain, tree, outdoor and nature

თემქაზე მცხოვრებლებთან შესახვედრად დღეს თბილისის მერიც იმყოფებოდა.

„დავალება გაიცა, რომ ხვალიდან უკვე, ჩვენს სამსახურებთან და გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართულობით, დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება. თვალითაც აშკარად ჩანს, რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ეს კონკრეტული ფერდი და ჩენ გადაუდებლივ, ხვალიდანვე დავიწყებთ შესაბამის სამუშაოებს, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული და მოწესრიგებული,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები