05 მაისი 2024,   07:07
ვრცლად
მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო სამშობლოდან გადახვეწილები საზღვარგარეთ ქართველების დევნას დავით ზალკალიანის განცხადებებს უკავშირებენ

მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო სამშობლოდან გადახვეწილი ქართველების დევნა საქართველოს მთავრი დიპლომატის, დავით ზალკალიანის ესპანეთში გაკეთებული განცხადების შემედეგ განსაკუთრებით გააქტიურდა.

ესპანეთში სპეცოპერაციის დროს დაკავებულების ახლობლები ამტკიცებენ, რომ ნადირობის სეზონი საქართველოს მოქალაქეებზე 2019 წლის თებერვლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც დავით ზალკალიანი მადრიდში ჩავიდა და ესპანეთს ხელისუფლება დაარწმუნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

ემიგრანტებს ქართველმა დიპლომატებმა უპასუხეს და თქვეს, რომ მინისტრი ვიზიტი მასობრივ დეპორტაციასთან კავშირში არ არის.

ესპანეთში ქართველების წინააღმდეგ ჩატარებული მაშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ, პრემიერი მამუკა ბახტაძე თავის მართლების რეჟიმში იყო, ამტკიცებდა, რომ ევროპაში მძიმე სოციალური ფონის გამო ხალხი მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ მიდის და იგივე ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც.

ბოლო რამდენიმე თვეა, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია სულ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. უკან დაბრუნებულები კი უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე წასვლამდე.

ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და სთხოვს შეიმუშავოს დეპორტირებულების დახმარების გეგმა. ოპოზიცია არ უარყოფს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად ყოფნა ვიზალიბერალიზაციის პროცესს აზარალებს, თუმცა ფიქრობს, რომ გამოსავალი, მხოლოდ დეპორტაციაში არ არის.

ოპონენტების მხრიდან ეკონომიკურ სიდუხჭირეზე აქცენტის გადატანას დღეს პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო ბოლო ათი წლის განმავლობაში მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, 90-პრცენტზე მეტი ის მოქალაქეები არიან, ვინც სამშობლოში უმძიმეს სოციალურ პირობებში იმყოფებოდა და იძულებული იყო, სამსახურის საძებნელად ევროპაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად წასულიყო.

დღის ამბები