03 მაისი 2024,   15:42
ვრცლად
"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მე ჩამივარდა ხელში სისხლის სამართლის საქმის მასალები, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს" - მეფის ადვოკატი

მეფის ადვოკატის გამოკითხვა დასრულდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს, ლევან ჩხეიძეს, გამომძიებლებმა რამდენიმე კითხვა დაუსვეს, მათ შორის, გამოძიება დაინტერესდა, საიდან ფლობდა ინფორმაციას დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და მისი ადვოკატი იმ საქმის მასალებზე, რომელიც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ შეიტანა.

ლევან ჩხეიძე პოლიციის მთავარ სამმართველოში ერთი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

გამოძიება დაინტერესდა, რატომ იცნობდნენ მეფე და ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დედოფალზე ფიზიკური ძალადობა დასტურდება.

ადვოკატი ამბობს, რომ სამხარაულის დასკვნა სხვა ორ სამოქალაქო საქმეშიც ფიგურირებდა.

ლევან ჩხაიძე გამოკითხვაზე თავის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

„მოვახდინე ერთი განცხადება, რომ, თითქოს, ჩვენ არავინ დაგვკავშირებია-მეთქი. უბრალოდ, ახლა, ასე დეტალებში აღარ მოვყევი და ვიგულისხმე ის, რომ ჩვენ თავიდან მართლა დაგვიკავშირდნენ გამოკითხვასთან დაკავშირებით, მერე ეს დაკითხვა გადაიდო იმიტომ, რომ ქალბატონი ანა იკითხებოდა დანარჩენი სამი დღის განმავლობაში და ამის შემდეგ უკვე აღარავის დავუბარებივართ.

„გავრცელდა საიდანღაც ინფორმაცია, თითქოს, მე ჩამივარდა ხელში სისხლის სამართლის საქმის მასალები. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული განვუმარტე გამოძიებას იმიტომ, რომ ის მტკიცებულებები, პრაქტიკულად, რომელიც მე ხელთ მაქვს, ნაწილი მტკიცებულებები ფიგურირებს სამოქალაქო საქმეში და ეს მტკიცებულება ფიგურირებს ტიტულების გაყიდვის საქმეში და ქონების გაყიდვის საქმეში. აბსოლუტურად არარელევანტული დასკვნაა ორივე საქმეში და მოწინააღმდეგე მხარემ ასე ჩათვალა საჭიროდ და წარმოადგინა,“ - განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები