02 მაისი 2024,   18:54
ვრცლად
ტელეკომპანია BBC-მ რუსეთის მხრიდან უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევის მორიგი შემთხვევა გამოააშკარავა

რუსეთის მხრიდან უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევის მორიგი შემთხვევა ტელეკომპანია BBC-მ  გამოააშკარავა. BBC-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ კრემლი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის, მადაგასკარის არჩევნებშიც კი ერეოდა.

გავრცელებული ცნობით, გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსების გუნდი პრეზიდენტობის 36 კანდიდატიდან სულ მცირე 6 კანდიდატის ფულით მოსყიდვას ცდილობდა.

კრემლთან დაახლოებული პოლიტ-ტექნოლოგები მადაგასკარში არჩევნებამდე 8 თვით ადრე ჩავიდნენ და თავს ტურისტებად ასაღებდნენ. BBC-ის ინფორმაციით, ჯგუფს, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის მეგობარი, ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებდა.

დღის ამბები