03 მაისი 2024,   14:11
ვრცლად
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთავარი ბრძოლა ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდსა" და ბენი განცის "მემარჯვენე-ცენტრისტების" ბლოკს შორის მიმდინარეობს.

ბენი განცი გადამდგარი გენერალი და ისრაელის გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელია. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, პირველ ადგილზე სწორედ ბენი განცია.

რაც შეეხება ბენიამინ ნეთანიაჰუს, ეს არჩევნები მისთვის  ერთგვარი რეფერენდუმია. გამარჯვების შემთხვევაში ვეტერანი პოლიტიკოსი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს რეკორდული - მეხუთე ვადით დაიკავებს.

დღის ამბები