02 მაისი 2024,   08:45
ვრცლად
„დროა გაერომ დასავლეთის ქვეყნების მსგავსად ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ლეგიტიმურ ლიდერად აღიაროს," - აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი

„დროა გაერომ დასავლეთის ქვეყნების მსგავსად ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ლეგიტიმურ ლიდერად აღიაროს და გაეროში ხუან გუაიდოს წარმომადგენლები დაუშვას,“- ეს გაცხადება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

მაიკ პენსი ორგანიზაციაში მადუროს რეჟიმის ელჩებისთვის მანდატების ჩამორთმევის ინიციატივითაც გამოვიდა. მადუროს წარმომადგენლებს მან კარაკასში დაბრუნებისკენ მოუწოდა და ურჩია ნიკოლას მადუროს გადასცენ, რომ მისი დრო ამოიწირა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მაიკ პენსმა ასევე განაცხადა, რომ ვენესუელის საკითხზე ვაშინგტონი კვლავ ყველა ვარიანტს განიხილავს.

დღის ამბები