06 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
შეიგინა თუ არა ზარდიაშვილმა - ვინ როგორ გაიგო განცხადება 

ყოფილი თანაგუნდელების, ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა. 

დეპუტატმა ზარდიაშვილმა დღეს თქვა, რომ "ბესელიობანით" დაიღალა საზოგადოება. ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველი გუნდის ყოფილი წევრის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა. ზარდიაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ეკა ბესელიას თანამოაზრეების მხრიდან. 

ლევან გოგიჩაიშვილი ვანო ზარდიაშვილის განცხადებას პატარა კაცის ქცევას უწოდებს. მმართველი გუნდიდან დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ ეს იყო მიზანმიმართული განცხადება, როდესაც პატარა კაცები ქალს ერევიან და ამით მის დისკრედიტაციას ახდენენ.

გოგიჩაიშვილის თქმით, ეს განცხადებები იმ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ეკა ბესელიას წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც ის საპარლამენტო უმრავლესობას დაუპირისპირდა და დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებ ინტერნეტში გავრცელდა. 

ლევან გოგიჩაიშვილი-ის სურათის შედეგი„დავესესხები, მაგალითად, ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის ამბობდა, რომ სუსტი კაცები უტევენ ძლიერ ქალს და ამ შემთხვევაში სწორი ფორმულა იყო სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში და ზუსტად ანალოგიურია. ოღონდ სუსტი კაცი სუსტი კაცების ლიდერი თვითონ არის. ისინი ძლიერ ქალთან საკუთარი სიძლიერის დემონსტრირებას ცდილობენ. მას შემდეგ, რაც არის გათამამებული და გაათამამა ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანი პირდაპირ ეთერში, ყველაფერი შეიძლება იყოს მოსალოდნელი. ერთი რამე დაიმახსოვრონ ძალიან კარგად, თუ ფიქრობენ, რომ ეს ფარული კადრები ისე ჩაივლის, რომ ფასს არ გადაიხდიან, სასამართლოს უზურპაციის ეს პროცესი ისე ჩაივლის, რომ არ მოხება ამაზე პასუხისმგებლობა და ფასის გადახდა. ძალიან ცდებიან. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ქალის განსაკუთრებით ხაზგასმა, რომ ის არის ქალი და როგორც ქალს ერევა, მაგარი ბიჭია, ამას მარტო მანდ კი არ უნდა გასცეს პასუხი, აი, ერთად რომ ზიან და ერთ უმრავლესობაში არიან, მათ უნდა გასცეს პასუხი,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები