05 მაისი 2024,   06:05
ვრცლად
,,საკონსტიტუციო რეფორმა და გამოცდილება უკრაინისთვის" - ეროვნული ბიბლიოთეკაში მრგვალი მაგიდა გაიმართა

,,საკონსტიტუციო რეფორმა და გამოცდილება უკრაინისთვის”- ამ თემაზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიებაზე ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სამართლისა და პოლიტიკის ცენტრის” პრეზენტაციაც შედგა.

ორგანიზაციამ უკრაინელ კოლეგებს საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარა.

„გავმართეთ შეხვედრა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. უკრაინის რეფორმირების ცენტრთან ერთად. პირველი სამუშაო შეხვედრა თემაზე: საკონსტიტუციო ცვლილებები და გამოცდილება უკრაინისთვის. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის სურვილით და ეგიდით ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება. გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილებები,“-განაცხადა ორგანიზაცია ”სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ცენტრის” დამფუძნებელმა ივანე აფციაურმა. 

დღის ამბები