05 მაისი 2024,   07:47
ვრცლად
ავტომაგისტრალზე მაზუთით დატვირთულ სატვირთო იწვის - გარდაცვლილი სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე არ არის 

სატვირთო ავტომანქანაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ავტომაგისტრალზე მოხდა.

ავტომობილს თურქული ნომრები აქვს და გარდაცვლილიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის. თუმცა ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება.

ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. გადაკეტილია მაგისტრალი დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით, დედაქალაქიდან მოძრავი ავტომობილებისთვის კი გზა ამ წუთებში იხსნება.

ცეცხლს 5 სახანძრო სამაშველო ჯგუფი აქრობს. ხანძრის ლოკალიზება გართულებულია, რადგან სატვირთო ავტომობილი მაზუთით იყო დატვირთული.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები