05 მაისი 2024,   02:55
ვრცლად
კალაძის პასუხი ტაქსის მძღოლებს - "უკვე მგონია, რომ ეს არის „ლეიბორისტული პარტიის“ მოთხოვნები"

მე უკვე მგონია, რომ ეს არის „ლეიბორისტული პარტიის“ მოთხოვნები - ასე ეხმაურება თბილისის მერი ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციებს. კახა კალაძე აცხადებს, რომ რეგულაციების მიღებამდე მერიამ შეისწავლა ტაქსის მძღოლების პრობლემები და გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ რეფორმა ტაქსის მძღოლებისთვის მტკივნეული არ ყოფილიყო.

„ყველანაირი მდგომარეობა შევისწავლეთ მათი, სოციალური პრობლემები, ყველაფერი. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ მტკივნეული არ ყოფილიყო მათთვის. მათ ერთი თეთრიც კი არ დაეხარჯათ. ყველაფერზე წავედით და მე უკვე მგონია რომ ეს არის ლეიბორისტული  პარტიის მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი არ გაკეთდეს, რეფორმა არ განხორციელდეს. და ასე არ გამოვა მეგობრებო. ჩვენ გვინდა რომ მოვაწესრიგოთ ზოგადად ეს მიმართულება,“-განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს თბილისს მერი ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთხელ შეხვდება. ცნობილია, რომ ტაქსის მძღოლები თბილისის მერთან შეხვედრაზე ულტიმატუმით მივლენ. ისინი კახა კალაძისგან მოითხოვენ რეგულაციების გადავადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მძღოლებს ასევე აინტერესებთ, რატომ მოხდა რამდენიმეს გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში იმ დროს როდესაც აქცია მიმდინარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები