04 მაისი 2024,   20:45
ვრცლად
ემანუელ მაკრონი დღეს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს შეხვდება

ემანუელ მაკრონი დღეს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს პარიზში შეხვდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმირ ზელენსკის და პეტრო პოროშენკოს ელისეს სასახლეში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს ელოდებიან. შეხვედრა დახურულ ფორმატში შედგება და მედიისთვის განცხადებები მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაკეთდება.  დღესვე ცნობილი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დაგეგმილი დებატების საბოლოო თარიღიც.

პეტრო პოროშენკომ პარიზში გამგზავრების წინ კონკურენტი ტელედებატებში მიიწვია, თუმცა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოქმედ პრეზიდენტს საზოგადოების წინაშე მხოლოდ 19 აპრილს დაუპირისპირდება. გამოკითხვების თანახმად, მსახიობ კანდიდატს მოსახლეობის 51 %, მოქმედ პრეზიდენტს კი 21% უჭერს მხარს მხარს.

დღის ამბები