04 მაისი 2024,   22:07
ვრცლად
პროტესტი ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან - დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახი აქციას მართავს

ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან დაკავებულ ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი დგებუაძისთვის ქუთაისის სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ბესიკ დგებუაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ

ბესიკ დგებუაძე, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა.

მისი ახლობლების თქმით, სამართალდამცველებმა დგებუაძე დააკავეს, ხოლო ის პირი, ვინც მას ესროლა, მიიმალა.  

დღის ამბები