04 მაისი 2024,   21:55
ვრცლად
მადრიდში ვენესუელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

მადრიდში ვენესუელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს.

უგო კარვახალი ესპანელმა სამართალდამცველებმა შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე დააპატიმრეს.

მას ვაშინგტონი ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს და ექსტრადირებას ითხოვს.

უგო კარვახალი ვენესუელის ყოფილი ლიდერის, უგო ჩავესის, ახლო მოკავშირე იყო, თუმცა, მის შემცვლელ ნიკოლას მადუროს განუდგა და თებერვალში მხარდაჭერა ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს გამოუცხადა.  

დღის ამბები