04 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
მეხანძრეებმა და მაშველებმა რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ, ოზურგეთში ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა შეძლეს

მეხანძრეებმა და მაშველებმა რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ, ოზურგეთში ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა შეძლეს.

ხანძარი გუშინ ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლიხიდთან ტყეში გაჩნდა და მან 20 ჰექტარი ტყე და ბუჩქნარი გაანადგურა, ხანძრის ჩაქრობა უგზოობის გამო ვერ ხერხდებოდა, რის გამოც ხანძრის კერასთან ტექნიკით მიახლოება ვერ მოხერხდა და მეხანძრეებსა და მაშველებს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა ტექნიკის გარეშე მოუწიათ.

ხანძრის ლოკალიზებაში ოზურგეთის გარდა, აჭარისა და სამეგრელოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მონაწილეობდნენ.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ხანძარი საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილობრივი მოსახლეობის დაუდევრობის შედეგად გაჩნდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები