04 მაისი 2024,   19:39
ვრცლად
შსს-ს გადაწყვეტილება - გადაჭარბებულ სიჩქარეზე ვიდეოჯარიმას შესაძლოა, ქულათა კლების პრინციპი მიებას   

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება - გადაჭარბებულ სიჩქარეზე ვიდეოჯარიმას შესაძლოა, ქულათა კლების პრინციპი მიებას. პარლამენტი კანონის შესაცვლელად უკვე ემზადება.

თუ რადარი სიჩქარის გადაჭარბებას დააფიქსირებს, მაშინ მძღოლს, ფულად ჯარიმასთან ერთად, სავარაუდოდ, 20 ქულა ჩამოეჭრება. ახალი წესებით, სიჩქარის ხუთჯერ გადაჭარბება მართვის მოწმობის დაკარგვის ტოლფასი იქნება.

სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას მძღოლების პროტესტი მოჰყვა. კამერა ვერ აფიქსირებს პირს, რომელიც მანქანას მართავს, ამიტომ ქულა ავტომფლობელს ჩამოეჭრება. 

პროექტის მიხედვით, თუ ავტომობილის მფლობელს მართვის მოწმობა არა აქვს ან ავტომობილი კომპანიაზეა რეგისტრირებული, ასეთ შემთხვევაში, ქულების კლების ნაცვლად, ფულადი ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია. ამ ჯარიმის გაუქმება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დამრღვევი საკუთარ დანაშაულს ოფიციალურად აღიარებს.

წესების გამკაცრებამდე პოლიცია საგანგაშო სტატისტიკამ და ცუდმა პრაქტიკამ მიიყვანა.

ფაქტია, რომ ჭკვიანმა კამერებმა და არასაკმარისმა პატრულმა გზებზე უსაფრთხოდ მოძრაობა ვერ უზრუნველყვეს. ამიტომ მოიფიქრეს, რომ, თუ მფლობელი მანქანას ათხოვებს ვინმეს, პასუხისმგებლობაც მას დააკისრონ.

გიორგი გახარიას უწყების მიერ მომზადებულ პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. გადაწყვეტილება გაუგებარია მმართველი გუნდისთვისაც, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტ კონკრეტიკას სთხოვენ.

 

 

 

 

დღის ამბები