05 მაისი 2024,   06:26
ვრცლად
„არავინ არ მეხმარება, ფული არ მაქვს" - ქობულეთში მცხოვრები ქალბატონი, ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

ქობულეთში მცხოვრები უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ქალი ადგილობრივ ხელისუფლებას გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს.

გუგული გიორგაძე გელაურის დასახლებაში უმძიმეს სოციალურ პირობებში მარტო ცხოვრობს. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და უამინდობის დროს ის ღამეს მეზობლებთან ათევს. მას სოციალური დახმარებაც არ აქვს.

ქობულეთის მერია მას სამშენებლო მასალებით დახმარებას დაჰპირდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

„არავინ არ მეხმარება, ფული არ მაქვს, სახლს არ ხედავენ. გაჭირვებულ მდგომარეობაში ვარ,“ - აღნიშნა გიორგაძემ.

დღის ამბები