26 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
"ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია"- კობახიძე პარლამენტის ტრიბუნიდან ბილწსიტყვაობას უარყოფს

„ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვები,“ - ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბილწსიტყვაობას უარყოფს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას შეურაცხმყოფელი ეპითეტები დღევანდელ სხდომაზე არ გამოუყენებია.

სესიის ვიდეო ჩანაწერიდან დგინდება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის ხმაურის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს შესვენების გამოცხადებას და დამოუკიდებლად საკითხის განხილვას, სწორედ ამ დროს პასუხობს კობახიძე შეურაცხმყოფელი ეპითეტით.

ირაკლი კობახიძე კვლავ "რუსთავი2"-ს და მის გენერალურ დირექტორს ესხმის თავს - „ნიკა გვარამია ჩემი შენ გითხარის პრინციპით მოქმედებს“.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი მედიასაშუალებებს მოუწოდებს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. 

„არის ტყუილი ინფორმაცია გავრცელებული, მსგავსი რამ მე არ მითქვამს. არის აბსოლუტური ტყუილი. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ თქვენ პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ტყუილი, რაც გავრცელდა, ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა, ამ ტელევიზიის დირექტორის ხელწერა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები