19 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ყ..ზე დაიკიდე, ჩვეულებრივად გააგრძელე და ამათ მივხედოთ მერე! - ირაკლი კობახიძე ანრი ოხანაშვილს მიმართავს

გამოიყენა თუ არა შეურაცხმყოფელი ეპითეტები პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე. სესიის ვიდეოჩანაწერში 12 საათსა და 13 წუთზე ისმის კობახიძის რეპლიკა, სადაც ის ანრი ოხანაშვილს მიმართავს და ოპოზიციის მისამართით სავარაუდოდ უხამს გამონათქვამს იყენებს. ამ დროს მთავარი მიკროფონები გათიშული იყო, თუმცა ერთ ერთი მიკროფონიდან, რომელიც დარბაზში არ გამოურთავთ პირდაპირი ტრანსლაციის სიგნალზე ირაკლი კობახიძის ხმა გაიპარა. ჩანაწერიდან დგინდება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის ხმაურის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს შესვენების გამოცხადებას და დამოუკიდებლად საკითხის განხილვას, სწორედ ამ დროს პასუხობს კობახიძე შეურაცხმყოფელი ეპითეტით.

ანრი ოხანაშვილი:
- ორის თხუთმეტ წუთზე შევიკრიბოთ, ჯობია..
ირაკლი კობახიძე:
- ყ..ზე დაიკიდე, ჩვეულებრივად გააგრძელე და ამათ მივხედოთ მერე!
ანრი ოხანაშვილი:
- კი, მაგრამ აზრი არ აქვს ამ ხმაურში...
ირაკლი კობახიძე:
- აბა, რა გავაკეთოთ?
ანრი ოხანაშვილი:
- ერთი საათი მიეცი დრო, ორი წუთი გავიდეთ გარეთ და დავილაპარაკოთ...

დღის ამბები