05 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
დაპირისპირება პანკისში-შსს მინისტრის მოადგილე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს

ამ წუთებში თელავში, შს მინისტრის მოადგილე პანკისის მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. მხარეები პანკისში დღეს განვითარებულ მოვლენებს და ჰესის მშენებლობის საკითხზე მსჯელობენ.

კახა საბანაძემ მოქალაქეებს შეხვედრა პანკისში დილით შესთავაზა, როდესაც ის აქციის მონაწილეების დარბევის შემდეგ, ადგილზე ჩავიდა.

„გეუბნებით ყველას, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება დაისჯება უმკაცრესად. პირდაპირ გეუბნებით. სანაცვლოდ გეუბნებით, რომ პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს და მაქსიმალურად შეეცდება დაიცვას ხალხის ინტერესი. გამოყავით თქვენი წარმომადგენელი ვისაც თქვენ ენდობით, ჩავიყვანთ თელავში და ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე,“-განაცხადა კახა საბანაძემ.

ვითარება პანკისში ამ დრომდე დაძაბულია. ადგილობრივები ამბობენ,რომ ისინი ჰესის მშენებლობას რა დაუშვებენ. შეგახსენებთ რომ ადგილი ჰქონდა სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, რა დროსაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულია სამი ადამიანი, რომელთაგან ორი კლინიკაში გადაიყვანეს. 

დღის ამბები