26 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
კიდევ ერთი აფეთქება შრი-ლანკაზე - დანაღმულ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა

შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. სამართალდამცველებმა დედაქალაქში, ეკლესიასთან, რომელიც ტერორისტების სამიზნე გუშინაც გახდა, დანაღმული მანქანა აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა მისი განადგურება დისტანციურად სცადეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა მანამდე ამოქმედდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შრი-ლანკის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ გუშინდელი მასშტაბური თავდასხმები საერთაშორისო ტერორისტული ქსელის დახმარებით განხორციელდა. ხელისუფლებამ ტერაქტების მოწყობაში ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფება დაადანაშაულა, თუმცა პასუხისმგებლობა ოფიციალურად ამ დრომდე არავის აუღია.

შრილანკაში ხვალ გლოვის დღეა გამოცხადებული. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი კვლავ ცხადდება. ბოლო მონაცემებით, ტაძრებსა და ძვირადღირებულ სასტუმროებში მომხდარ აფეთქებებს 290 ადამიანი ემსხვერპლა, 500 კი დაშავდა.

დღის ამბები