02 მაისი 2024,   16:43
ვრცლად
"პროკურატურის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ნებისმიერ ფასად მე დავრჩე საპატიმროში" - ზვიად კუპრავა

"პროკურატურის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ნებისმიერ ფასად მე დავრჩე საპატიმროში" - ასე მიმართა ზვიად კუპრავამ დღეს მოსამართლეს და აღნიშნა, რომ ამ შეთხზული საქმით პროკურატურა ცდილობს ის პატიმრობაში დატოვოს. ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო პროცესი 14 მაისამდე გადაიდო. 

პროცესი პანღურის ამორტყმის ეპიზოდზე იმართება, სწორედ ამ საქმის გამო აქვს შეფარდებული კუპარავას პატიმრობა, რადგან სხვა საქმეზე გირაო იქნა გამოყენებული.

„პროკურატურას ძალიან გაცხრომებული სურვილი ჰქონდა ჩემი და ამიტომ, რომ ვერ მოძებნეს სხვა ვერაფერი საფუძველი პატიმრობის წამიყენა ბრალდება სასამართლოს სასადილოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში გამოიყენა გირაო 5 000 ლარის ოდენობით და მე აღმოვჩნდი ისევ გარეთ. პროკურატურას თავის მიზნის მისაღწევად სჭირდებოდა დამატებითი ბრალი და მოიგონა შემდეგი გარემოებები, რომლის ფორმულირებაც მოახდინა ახლა თითქოს ხერხემლის ქვედა ნაწილში ვცემდი ზაქარიაშვილს, რომელიც ამავდროულად არის აგენტურის წარმომადგენელი, არ ვიცი პროკურატურის არის თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ სუს-ის. მისი მეშვეობით მოიფიქრეს ის, რაც მოიფიქრეს და შემიცვალეს აღმკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

 

დღის ამბები